რა დოზითაა დაბინძურებული თბილისის ჰაერი - 9 იანვრის მონაცემები

 
ქალაქ თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურების საინფორმაციო ბიულეტენში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ამზადებს, ასახულია მონაცემები  თბილისის ავტომატური სადგურების მიერ 2017 წლის 9 იანვრისთვის დაფიქსირებული ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები განთავსებულია შემდეგ წერტილებში:   მონაცემების მიხედვით წერეთლის გამზირზე  აზოტის დიოქსიდი (NO2), აზოტის ოქსიდი (NO), გოგირდის დიოქსიდი (SO2) და მტვრის მყარი ნაწილაკები (PM10) აღემატება დაშვებულ ზღვარს. ასევე ყაზბეგისა გამზირსა და ვარკეთილში აზოტის დიოქსიდი (NO2), აზოტის ოქსიდი (NO) და მტვრის მყარი ნაწილაკები (PM10) აღემატება დაშვებულ ზღვარს.  სადგურები 24 საათის განმავლობაში უწყვეტად აკვირდება და საზღვრავს დამაბინძრებელ ნივთიერებების კონცენტრაციებს.