რა უნდა ვიცოდეთ სესხის აღებამდე?
ცხოვრებაში ხშირად ვდგებით არჩევანის წინაშე და ძალიან ბევრჯერ გვიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ერთერთი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სესხის აღება, რომელიც ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე ხანგრძლივ გავლენას ახდენს.
სესხის აღება უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცეს ფრთხილად მივუდგეთ.
მოდი განვიხილოთ თუ რა არის სესხი და რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებამდე?
•რა არის სესხი?
》სესხი არის თანხა, რომელსაც გამსესხებელი (ბანკი, სხვადასხვა დაწესებულებები, კერძო იპოთეკური სესხი) განსაზღვრული დროით გაძლევთ. ამ დროს თქვენსა და გამსესხებელს შორის დგება შეთანხმება ხელშეკრულების სახით, სადაც ორივე მხარის პირობა და ვალდებულება ნათლად არის გაწერილი. აუცილებელია, რომ ყველანაირი წესის დაცვით დააბრუნოთ თანხა დათქმულ ვადებში, რადგან თავიდან აიცილოთ მეტი ფინანსური გასავალი, უსიამოვნებები და ცუდი საკრედიტო ისტორიის შექმნა.
》მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გქონდეთ განსაზღვრული სესხის მიზნობრიობა. მაგალითად, თუ აპირებთ ბინის ყიდვას ან რემონტს წინასწარ უნდა დათვალოთ ხარჯები და ამის საფუძველზე აიღოთ რელევანტური თანხა. ამავდროულად მიზნობრიობის მიხედვით ხდება სესხის გაცემა, იქნება ეს სამომხმარებლო, იპოთეკური თუ სხვა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ხანგრძლივობაზე, ვადებზე, საპროცენტო განაკვეთზე.
》ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გააკეთოთ სესხის აღებამდე ეს არის ხელშეკრულების დეტალურად განხილვა. კარგად გადახედეთ ხელშეკრულებას, იყავით ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ ყველა დეტალი თუ ტერმინი თქვენთვის გასაგებია. ყურადღება მიაქციეთ საპროცენტო განაკვეთს რადგან სწორედ საპროცენტო განაკვეთი ახდენს გავლენას თქვენს ყოველთვიურ შენატანზე. აუცილებლად გაეცანით იმ პირობებს, თუ რა მოხდება ვადა გადაცილების შემთხვევაში, როგორ დაგეკისრებათ ჯარიმები და რა შემთხვევაში გექნებათ საშეღავათო პერიოდით სარგებლობის უფლება.
》სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ვადები, თუ რა დროით იღებთ სესხს. ხომ იცით, ხანგრძლივი ვადა თვიურ შენატანს რომ ამცირებს.
》როდესაც სესხს იღებთ ხანგრძლივი ვადით, ალბათ ბუნებრივია უკვე გააზრებულიც გაქვთ თუ რა დროით იღებთ ამ ფინანსურ პასუხისმგებლობას და როგორ გაართმევთ თავს ყოველთვიურ შენატანს, თუმცა არსებობს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგალითად სამსახურის დაკარგვა, რა ხდება ასეთ შემთხვევაში? გაქვთ ალტერნატივა? ამიტომ კარგად დაფიქრდით როგორ შეძლებთ თანხის გადახდას და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ.
სესხის ტიპები
სესხის ტიპები განსხვავდება დანიშნულებისა და პირობების მიხედვით. მოდი მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი:
》სამომხმარებლო სესხი
ეს სესხი გამოიყენება პირადი საჭიროებისთვის და არ საჭიროებს უზრუნველყოფას.
》 ავტო სესხი - განკუთვნილია ავტომობილის შესაძენად და უზრუნველყოფად თავად ეს კონკრეტული მანქანა გამოიყენება.
》ბიზნეს სესხი - იყენებენ როგორც ახალი ბიზნესის დასაწყებად ასევე არსებული ბიზნესის გასავითარებლად ან გასაფართოებლად.
》სწრაფი სესხი (ონლაინ სესხი) - სხვათა შორის ძალიან მოთხოვნადია. ეს არის მოკლევადიანი სესხი და მცირე თანხის აღება ხდება ონლაინ რეჟიმში.
》აგრარული სესხი -იყენებენ
ფერმერები.
》 იპოთეკური სესხი - ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო სესხია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თითოეულის მომავალზე. ამ სესხის აღება ხდება ბინის, სახლის, მიწის შეძენისთვის ან მშენებლობისთვის.
იპოთეკური სესხის აღებით ადამიანები თავიანთ ოცნებას ისრულებენ და აკეთებენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციად ცხოვრებაში.
იპოთეკური სესხი საჭიროებს უზრუნველყოფას და როგორც წესი შეძენილი ქონება იდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ იპოთეკური სესხის ხანგრძლივობა 30 წლამდეა და მისი გადახდა ამდენი წლის მანძილზე მარტივი ამოცანა არაა, თუმცა არც შეუძლებელი, ამიტომ წინასწარ უნდა მოემზადოთ და ნებისმიერი შემთხვევისთვის გეგმა ბ გქონდეთ.
იპოთეკურ სესხს აიღებთ როგორც ბანკში ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რომლებიც ერთმანეთისგან სხვადასხვა პირობებით განსხვავდებიან და თუ რომელი არის უკეთესი თქვენთვის დეტალების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტთ.
საბოლოო ჯამში, ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ სესხის აღება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე, ამიტომ პასუხისმგებლობა ბოლომდე გათავისებული უნდა გვქონდეს და ვიცოდეთ თუ რისთვის ვიღებთ სესხს და რა დავით.
იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პირობები, შეთავაზებები და საპროცენტო განაკვეთი შეადაროთ ერთმანეთს და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება.