რადიო „ჰერეთის" პირდაპირ ეთერში ლაშა დვალიშვილს სცემეს

 
ფოტო: რადიო "ჰერეთი" როგორც რადიო „ჰერეთი" იტყობინება, რადიო  პირდაპირ ეთერში დებატების დროს ინციდენტი მოხდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ კანდიდატს ლაშა დვალიშვილს, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიას წარმოადგენს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მოულოდნელად რადიოს ოფისში შემოვარდა ჩვენთვის დაუდგენელი პიროვნება და პირდაპირი ეთერის ჩაშლა სცადა". - აცხადებენ რადიოში. რადიო „ჰერეთი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყონ უსაფრთხოების ზომები რადიოს ტერიტორიაზე.