რაგბი U20: საქართველომ არგენტინასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

 
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა არგენტინის ნაკრები მესხის სტადიონზე 26-25 დაამარცხეს. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში მე-9 ადგილის ნახევარფინალში გამარჯვებით საქართველომ  გაისად უძლიერესთა შორის თამაში დაიბევა. აღსანიშნავია, რომ ამის შესაძლებლობა მარცხის შემთხვევაშიც დარჩებოდა, ოღონდ ბოლო თამაში აუცილებლად მოსაგები იქნებოდა.