რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

 
„La voce della luna“ („მთვარის ხმა“) 1990 ფედერიკო ფელინის უკანასკნელი ფილმი. აბდა-უბდა, ლირიკული იგავი შეყვარებული მთვარეულის შესახებ, რომლის როლსაც რობერტო ბენინი ასრულებს. ტრეილერი „New Order“ („ახალი წესრიგი“) 2020 მექსიკელი რეჟისორის, მიშელ ფრანკოს საშიში ანტიუტოპია სამხედრო გადატრიალების შესახებ, რომლის დაჯერებაც იოლია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახალი ამბები დაეწია კინოს და არა პირიქით. ფილმის მთავარი თემაა პოლარიზება, რომლის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს. ტრეილერი „Mainstream“ („მეინსტრიმი“) 2020 ფრენსის ფორდ კოპოლას შვილიშვილის, ჯია კოპოლას არათანაბარი ამბიციური სატირა ვიდეობლოგერობის ბრწყინვალებასა და სიღატაკეზე. მაია ჰოუკის გმირი ემოჯებს აღებინებს!   ტრეილერი წინა კვირის კინორეკომენდაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.