რაში იხარჯებოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი - ცხრა თვის მონაცემები

 
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 9 თვეში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის მოცულობამ 4 465 100 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა - 3 913 100 ლარი. მიმდინარე წლის 9 თვეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა ძირითადად საგანმანათლებლო და სოციალური პროექტებისთვის გამოიყო. ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლის კვლევისა და განვითარების ცენტრს არს ვივენდის - მის მიერ დაგეგმილი პროექტის - „ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევების ამოცნობა და პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვა ბავშვებსა და მოზარდებში“ - განხორციელების მიზნით - 174,765 ლარი; დაუნის სინდრომის ასოციაციას - მის მიერ დაგეგმილი პროექტის „21 მარტის, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიის“ განხორციელების მიზნით - 6,750 ლარი; როდი სკოტის სახელობის ფონდ საქართველოს - მის მიერ დაგეგმილი პროექტის „დამოუკიდებელი ქალი“ განხორციელების მიზნით - 25,207 ლარი; კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს - მის მიერ დაგეგმილი პროექტის - „პანკისის ახალგაზრდების უკუთესი მომავლისათვის“ - განხორციელების მიზნით - 48,617 ლარი; უხუცეს ქალთა საბჭოს - მის მიერ დაგეგმილი პროექტის - „ქალები ქალების სამსახურში“ - განხორციელების მიზნით - 21,975 ლარი; სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციას - მის მიერ დაგეგმილი პროექტის „ხის სოციალური საწარმო „სხივის“ განვითარება“ - განხორციელების მხარდაჭერის მიზნით - 14,853 ლარი. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას - მის მიერ დაგეგმილი პროექტის „ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი“ განხორციელების მიზნით - 182 935 ლარი (ნორმატიული აქტით გამოყოფილი თანხა); საზოგადოებრივი მხარდაჭერის ცენტრს - მის მიერ დაგეგმილი პროექტის - „ჩვენ შევძლებთ“ - განხორციელების მიზნით - 20,000 ლარი; საქართველოს ფერმერთა ასოციაციას - მის მიერ დაგეგმილი პროექტის - „სოფლის მეურნეობაში განათლების ხელმისაწვდომობისა და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა" განხორციელების მიზნით - 50,000 ლარი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს - გამორჩეული სტუდენტებისათვის ზურაბ ჟვანიას სახელობის სტიპენდიის გაცემის მიზნით - 9,250 ლარი; საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოება 21-ეს - მის მიერ დაგეგმილი პროექტის - „ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისათვის“ - განხორციელების მიზნით - 21,980 ლარი; ორგანიზაცია „საფარის", მის მიერ დაგეგმილი პროექტის - „ადრეული ქორწინების პრევენციის ხელშეწყობა კახეთსა და ქვემო ქართლში“ - განხორციელების მხარდაჭერის მიზნით - 20 700 ლარი; ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელს - მის მიერ დაგეგმილი პროექტის „ნაბიჯი მომავლისაკენ“ განხორციელების მიზნით - 20,000 ლარი; არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით - 6,000 ლარი; „კამარას" - საქართველოში პირველად არტთერაპიის გერმანული სახელმძღვანელოს თარგმნისა და გამოცემის მიზნით - 16,000 ლარი; მუსლიმთა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს - მის მიერ დაგეგმილი პროექტის - „მრავალფეროვანი ბიბლიოთეკის“ განხორციელების მიზნით - 4,798 ლარი; და სხვა; -- 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხა არაა გაწერილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის. 2018 წლის ბიუჯეტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მილიონ ლარს შეადგენდა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში კი აღნიშნულისთვის თანხა გამოყოფილი არაა. ინიცირებული ვარიანტში კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. - იხილეთ ვრცლად მიმდინარე წლის 9 თვეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების შესახებ.