რატომ არის მომგებიანი იპოთეკური სესხის აღება ბანკთან თანამშრომლობით?

 

საკმაოდ ბევრს მუშაობ სხვადასხვა სამსახურში და თანხა მაინც არ გყოფნის სურვილის ასასრულებლად? ან იქნებ საერთოდაც წარმოუდგენლად მიგაჩნია უძრავი ქონების შეძენა? მოდი ვთქვათ, რომ ყველაფერი არც ასე რთულად და არც ასე წარმოუდგენლადაა.

თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ უძრავი ქონების შეძენა ფინანსურად რთული გამოწვევაა, გაიხსენე, რომ არსებობს იპოთეკური სესხი, რომელიც ყველაზე პოპულარული საშუალებაა ბინის შესაძენად. ადამიანები, რომელთან გადაწყვეტილი აქვთ ბინის შეძენა, იპოთეკური სესხის აღებას უმეტესად ბანკთან თანამშრომლობით ამჯობინებენ, რადგან ბანკი უფრო უსაფრთხო და ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები ხშირად აკეთებენ დანაზოგს და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ბინის შესაძენად მაინც არ არის ხოლმე საკმარისი, ხოლო იპოთეკური სესხი გაძლევთ შესაძლებლობას საცხოვრებელი ფართის შესაძენად ერთდროულად მიიღოთ საკმაოდ დიდი თანხა. ბანკები სესხს მრავალწლიან ვადაზე ანაწილებენ რაც ნიშნავს იმას, რომ თვიური შესატანი მნიშვნელოვნად მცირდება.

 

ბანკის უპირატესობა არის ის, რომ გააჩნია დაბალი საპროცენტო განაკვეთი და სტაბილური გადახდის პირობები. ალბათ ხშირად ნახავდით რეკლამას ან მიიღებდით შეთავაზებას იპოთეკური სესხის დაბალ საპროცენტო განაკვეთზე. საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს:

ფიქსირებული – პროცენტი უცვლელი რჩება სესხის მთელ ვადაზე;

ცვლადი – პროცენტი დამოკიდებულია საბაზრო მაჩვენებლებზე.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენთვის პრიორიტეტი სტაბილურობაა, მაშინ  აუცილებლად ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი აირჩიეთ.

 

ბანკის უპირატესობა ასევე მოქნილი დაფარვის პირობებია

ბანკში სესხის აღება 10, 15, 20 ან 30 წლით არის შესაძლებელი, რაც განაკვეთის შესაბამისად თვიურ გადასახადს ამცირებს და ამასთანავე ბანკი გამოირჩევა როგორც უსაფრთხო ასევე გამჭვირვალე პროცესით. სესხის აღების შემთხვევაში აქ დაცული ხართ თაღლითობისგან. ბანკები ემორჩილებიან მკაცრ რეგულაციებს შესაბამისად მომხმარებლის უფლებები დაცულია.

 

ბანკი ახდენს კრედიტუნარიანობის შეფასებასა და აწარმოებს პერსონალური შეთავაზებებს. კარგი საკრედიტო ისტორიისა და სტაბილური შემოსავლის საფუძველზე ბანკები ხშირად სთავაზობენ მომხმარებლებს:

•დაბალ საპროცენტო განაკვეთსა და დაბალ თანამონაწილეობას.

 

ბანკთან თანამშრომლობას გააჩნია დამატებითი ბენეფიტებიც:

ქონების დაზღვევა/ცხოვრების დაზღვევა

 

მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკური სესხი საკმაოდა გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებაა და შესაძლოა მძაფრად გიჩენდეთ შიშის შეგრძნებას გეტყვით, რომ ბანკთან თანამშრომლობით შეგიძლიათ მინიმუმამდე დაიყვანოთ რისკები. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ გადახდაზე შეგექმნათ პრობლემა შეგიძლიათ მოითხოვოთ გადახდის გადავადება, ან თქვენი სურვილის მიხედვით სესხი შეგიძლიათ აიღოთ ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში.

ასევე შეგიძ₾იათ ისარგებლო კერძო იპოთეკური სესხი

იცოდი, რომ ზოგიერთი ბანკი დროზე ადრე დაფარვას ჯარიმის გარეშე გთავაზობთ? მსგავსი პროცესი დაგეხმარებათ ნაკლები თანხის გადახდაში.

 

როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ბანკი იპოთეკური სესხისთვის?

 

იმის ფონზე, რომ ბანკები ერთმანეთზე უკეთეს შეთავაზებებს სთავაზობენ მომხმარებლებს, მაინც რთულია საუკეთესოს შერჩევა. ამ პროცესის გასამარტივებლად ყურადღება შემდეგ ფაქტორებს მიაქციეთ:

საპროცენტო განაკვეთი – აუცილებლად შეადარეთ სხვადასხვა ბანკის შეთავაზებები და აირჩიეთ ის, რომელსაც ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთს გთავაზობთ.

თანამონაწილეობის ოდენობა – თუ დიდი დანაზოგი არ გაქვთ მაშინ აირჩიეთ ბანკი, რომელიც  10-20%-იანი თანამონაწილეობის მიღებას გთავაზობთ.

სესხის დაფარვის ვადები – შეარჩიეთ ვადა, რომელიც თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს შეესაბამება და აუცილებლად იყავით დარწმუნებული, რომ თავს გაართმევთ ამ პასუხიმგებლობას.

დამატებითი ხარჯები – წინასწარ აუცილებლად გათვალეთ და არ დაგავიწყდეთ გაითვალისწინოთ საკომისიოები, დაზღვევის ხარჯები და სხვა.

 

მოკლედ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ იპოთეკური სესხის აღება ბანკთან თანამშრომლობით ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ამავდროულად მოსახერხებელი გზაა. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა გახდეთ უძრავი ქონების მფლობელი მაგრამ, ამასთანავე, აუცილებელია ბანკი სწორად აარჩიოთ, ყურადღება მიაქციოთ საპროცენტო განაკვეთს, ვადებს, დამატებით ბენეფიტებს.

სესხის აღებამდე კარგად დარწმუნდით, თუ რამდენად შეძლებთ ბევრი წლის მანძილზე სტაბილურად გაუმკლავდეთ ფინანსურ ვალდებულებებს და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღეთ.

სწორად დასახული მიზანი აუცილებლად ასრულდება.