რატომ გსურთ სასამართლოში მაღალი დონის პროფესიონალები?! - მათიკაშვილის შეკითხვები ოხანაშვილს

 
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს განიხილავდნენ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის შეესახებ, „ქართული ოცნების" წარმოადგენელმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა დეპუტატ ანრი ოხანაშვილს რიტორიკული შეკითხვებით მიმართა. მათიკაშვილის შეკითხვებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ხათუნა გოგორიშვილს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ თეა წულუკიანისთვის დასმული შეკითხვები გაახსენდა.  „ის ურჩევნია მამულსა.. ზარდიაშვილს აჯობე. „ქალბატონო თეა, როგორ შეგიძლიათ?!" - აჯობა ზარდიაშვილს, რა" - თქვა გოგორიშვილმა.  პლენარული სხდომა პარლამენტში ხვალ განახლდება.  საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს.