რესტორან „ხინკლის სახლში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

 
რუსთაველის გამზირზე, „ხინკლის სახლში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაიწვა 20 კვადრატული მეტრი ფართობი.  ხანძარი რესტორნის სამზარეულოში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგილზე 8 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.