რკინიგზის შენობასთან აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს

 
„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, საქართველოს რკინიგზის შენობასთან პოლიციამ აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციას აქციაზე დაკავებული აუდიტორია 115-ის წევრები ირაკლი კუპრაძე, ცოტნე ცოტნე ცხვედიანი, ასევე პროფრაკშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე რკინიგზის შენობიდან გამოჰყავდათ. შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანების შეჩერება სცადეს, რასაც პოლიციასა და მონაწილეებს შორის ისევ მოჰყვა შეხლა-შემოხლა. „აუდიტორია115-ის" ცნობით, დაკავებულები არიან გოგა სურგულაძე, გიგი ზაქაიძე, ილია ლეჟავა.