როგორ ავარჩიოთ ბანკი სწორად?

 

ბანკი საკმაოდ დიდი ხანია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის მხოლოდ ფულის შენახვის ადგილს აღარ წარმოადგენს, როგორც ეს თუნდაც გასულ საუკუნეში იყო. მოკლედ რომ ვთქვათ ბანკი გზაა ჩვენი ფინანსური სიმშვიდისკენ, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბანკის სწორად არჩევა. არასწორად შერჩეული ბანკი შესაძლოა მუდმივი ფინანსური სირთულეების მთავარ წყაროდ გადაიქცეს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი ბანკია, ყველას განსხვავებული სერვისები, პირობები და მომხმარებლის მიზიდვის სტრატეგია აქვთ. ბანკები ხშირად სთავაზობენ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს მაგალითად, როგორიცაა დაბალი საპროცენტო განაკვეთი, X ლარის ფასდაკლება იპოთეკურ სესხზე და მსგავსი წინადადებები. თუმცა საბოლოოდ რამდენად რეალურია ეს შეთავაზებები და რა როგორ ლაგდება ირკვევა მაშინ, როდესაც ინტერესდები და იწყებ გარკვევას.

იქამდე სანამ ბანკს აარჩევთ, საჭიროა გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები. ჩვენ კი ვეცდებით ამ რჩევებით საქმე გაგიმარტივოთ.

ბანკის არჩევისას გაითვალისწინეთ მისი რეპუტაცია და საიმედოობა, ვინაიდან თქვენს ფინანსურ ოპერაციებს ბანკს ანდობთ, მასში ბოლომდე უნდა იყოთ დარწმუნებული. გაარკვიეთ თუ რამდენი ხანია ბანკი ოპერირებს ბაზარზე. რა ტიპის ნეგატიური ისტორიები აქვს მომხმარებელთან ურთიერთობაში? აქვს თუ არა სადაზღვეო სისტემა და როგორია მისი საერთაშორისო რეიტინგი?

მნიშვნელოვანია თქვენს მიერ არჩეულ ბანკს ან სულაც კერძო გამსესხებელი შეეძლოს მრავალფეროვანი სერვისების შემოთავაზება, რათა მეტად კომფორტული გახდეს მასთან თანამშრომლობა.

მოიძიეთ ინფორმაცია ბანკის დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ.

კარგად გაარკვიეთ თუ რა იმალება მიმზიდველი წინადადებების უკან.

წინასწარ გადაამოწმე ყველა ხარჯი, რაც შეიძლება დაგიჯდეს საბანკო პროდუქტების გამოყენება.

მნიშვნელოვანია ბანკს გააჩნდეს დისტანციური მომსახურების სერვისი და პროდუქტები, მომსახურების მიღება სრულა დისტანციურადაც იყოს შესაძლებელი.

ხშირად ბანკებს განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ სტუდენტებისთვის, ემიგრანტებისთვის, სტარტაპებისთვის და ა.შ. ამიტომ სანამ ბანკს აირჩევთ მსგავსი შეთავაზების პირობები შეადარე ერთმანეთს.

თუ სესხს ან იპოთეკას გეგმავ, მაშინ შეადარე ბანკების საპროცენტო განაკვეთი, სპეციალური შეთავაზებები, გადახდის გრაფიკები, ვადები საპროცენტო განაკვეთი.

ბანკის არჩევამდე გახსოვდეთ, რომ თქვენი ფინანსური განვითარება, კომფორტი და უსაფრთხოება მასზეა დამოკიდებული. იყავით დარწმუნებული იმ კომპანიის სანდოობაში, ვისაც თქვენს ფინანსებს ანდობთ და მხოლოდ მომხიბვლელი სარეკლამო სლოგანებით არ მიიღოთ გადაწყვეტილება.

 

როგორ ავარჩიოთ ბანკი სესხის ასაღებად?

ვინაიდან სესხის აღება მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯია, აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რომელი ბანკი უნდა ავარჩიოთ ან რა კრიტერიუმებით ხდება ბანკის შეფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღება?

სესხის აღებამდე განსაზღვრეთ მიზანი და საჭიროება, რისთვის გჭირდებათ სესხი და რა ოდენობის თანხა? სწორედ ამის განსაზღვრის შემდეგ უნდა აარჩიოთ ბანკი.

შეადარეთ ბანკების შეთავაზებები სესხებზე.

შეადარეთ ერთმანეთს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ვადა, იპოთეკის შემთხვევაში პირველადი შენატანი.

გაითვალისწინე, რომ დამატებითი ხარჯები ყოველთვის არსებობს, ეს არის გაცემის საკომისიო, უძრავი ქონების შეფასების ხარჯი, წინსწრებით დაფარვის ჯარიმა .

ვინაიდან ყველა ბანკს სხვადასხვა პირობა აქვს სესხზე გადაამოწმე, სჭირდებათ თუ არა თანამსესხებელი?

ან რა ოდენობით მინიმალურ შემოსავალს ითხოვს?

საკრედიტო ისტორიას რა გავლენა აქვს სესხის დამტკიცებაზე?

ბანკისთვის თქვენ უნდა იყოს პარტნიორი და არა უბრალოდ მსესხებელი.

იპოთეკური სესხის როლი ჩვენს ცხოვრებაში

იპოთეკური სესხი საუკეთესო გამოსავალია იმ შემთხვევისთვის, თუ კი გეგმავ ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო და შეიძინო ბინა, ვინაიდან რთულია ერთიანი თანხის შეგროვება.

რადგან იპოთეკური სესხი საკმაო ხანგრძლივობით გამოირჩევა, მნიშვნელოვანია ისეთი ფინანსური პარტნიორი კომპანია შეარჩიოთ, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით.

შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა ბანკების პირობები ერთმანეთს, საპროცენტო განაკვეთი, ვადები, ძირითადი მოთხოვნები და გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი.

 

სესხი შეიძლება იყოს კარგი გამოსავალი, როცა სწორად დაგეგმავ და სწორად აირჩევ ბანკს. არ დაეყრდნო მხოლოდ რეკლამას – გააკეთე შენი კვლევა, შეადარე პირობები, გააანალიზე ხარჯები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება.

ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის, იქნება ეს სესხი თუ სხვადასხვა სერვისით სარგებლობა, ბანკის სწორად არჩევა მნიშვნელოვანია, რადგან სწორად არჩეული ბანკი თქვენი ფინანსური სიმშვიდის გარანტიაა.