როგორ მიმდინარეობს გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაცია - კვლევა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ტფილისის ჰამქრის“ ექსპერტებთან ერთად 2018 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით განახორციელა „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოს მონიტორინგი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან მიმართებით. მონიტორინგი წარმოებდა საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, USAID-ის დაფინანსებით.
საიას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევის პროცესში „ტფილისის ჰამქრის“ ექსპერტებს სხვადასხვა სახის წინააღმდეგობა შეხვდათ.
ანგარიშში წერია, რომ აღნიშნულის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ქმედების დავალდებულების მოთხოვნით, ფონდის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია
გუდიაშვილის მოედნის რებილიტაციის შესახებ მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონისა“ და ICOMOS საქართველოს მიერ დამუშავებული „გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის გეგმის“ მოთხოვნების მიუხედავად „თბილისის განვითარების ფონდმა“ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ უზრუნველყო ობიექტზე არქეოლოგის მოვლინება და შესაბამისი დაფინანსება. რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დააკმაყოფილეს.
მათი თქმით, მიწის სამუშაოები ამჟამად არქეოლოგის დაკვირვების გარეშე მიმდინარეობს, ამასთან ამოღებული არტეფაქტები, ხოლო მოძიებული არტეფაქტები უსისტემოდ, ფოტოფიქსაციისა და აღრიცხვის გარეშეა დასაწყობებული ერთ-ერთ შენობაში.
„გასათვალისწინებელია, რომ მომავალში დაგეგმილია აღმოჩენილი მასალის განთავსება გუდიაშვილის მოედანზე დაფუძნებულ ახალ მუზეუმში, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფრის სათანადო პირობებში შენახვა და რესტავრაციის განხორციელება“,-წერია კვლევაში.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია წაიკითხეთ ვრცლად მითითებულ ბმულზე.
ორბელიანის მოედინის რეაბილიტაცია
მასალაში ვკითხულობთ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ათონელის, სობჩაკის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე მდებარე სამშენებლო მოედნებზე არ უშევებე სპეცილისტებს.
„თითქოსდა უსაფრთხოების მიზნით, სპეციალისტების დაშვებას წინააღმდეგობას უწევენ როგორც სამშენებლო ორგანიზაციის, ისე ფონდის თანამშრომლები“,-ნათქვამია კველვაში.
თუმცა, მათი თქმით, ტერიტორიაზე შესვლა და მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება მაინც მოახერხეს. კველვაში აღნიშნულია, რომ მოცემული სიტუაცია შემაშფოთებელია.
დარღვევები:
ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოვლენილი პრობლემების ანალიზისას ზემოაღნიშნულ ორ არეალში ფონდის მიერ რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის შერჩეული ნაგებობების უმეტესობა მთლიანად განადგურდა, განხორციელდა მათი სრული დემონტაჟი. 5 დარჩენილი ობიექტების ნაწილს მოცულობის დიდი ფრაგმენტები მონგრეული აქვს.
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია წაიკითხეთ ვრცლად მითითებულ ბმულზე
___________________
პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. კვლევის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.