როგორი ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში

 
meteo.gov.ge-ის მონაცემებით, 15 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. დასავლეთ საქართველოს ბარში მომდევნო ორი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი იქნება, თუმცა 18 აგვისტოს დასავლეთის ბარის ზოგიერთ ნაწილში იწვიმებს. ამ დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში მოსალოდნელია წვიმა. meteo.gov.ge-ის მიხედვით, საქართველოს დასავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთში - +17, +30 გრადუსის  თბილისში 15 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი +25 გრადუსამდე შემცირდება. 16-17 აგვისტოს თბილისში ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა  კი +19, +33 გრადუსამდე მოიმატებს.