რომელ ფილმებს ნახავთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე - სრული სია
თბილისის საერთაშორისო მე-18 კინოფესტივალი 4 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიხსნება კინოთეატრ „ამირანის" დიდ დარბაზში, უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიეიდის ფილმით „სულისა და სხეულის შესახებ“, რომელიც 2017 წლის ბერლინალეს ოქროს დათვის მფლობელია.
სწორედ უნგრეთი არის წლევანდელი კინოფესტივალის „ქვეყანა ფოკუსში". კინოფესტივალზე წარმოდგენილი უნგრული ფილმების რეტროსპექტივა კი უნგრეთის კულტურის დღეების ნაწილია.
წლევანდელი ფესტივალის თემა ხელოვნება იქნება.
9 დეკემბერს კინოფესტივალს ზაზა ხალვაშის „ნამე“ დახურავს და გამოვლინდებიან ფესტივალის გამარჯვებულები.
საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის მთავარი პრიზები:
ოქროს პრომეთე - საუკეთესო ფილმისთვის
ვერცხლის პრომეთე - საკეთესო რეჟისურისთვის
საერთაშორისო კონკურსის ჟიური:
უმბერტო პაზოლინი - რეჟისორი (ბრიტანეთი), თავმჯდომარე
მარინა აჯაჯა - კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი (აშშ)
სერჯან დრაგოევიჩი - რეჟისორი (სერბეთი)
სტეფან რიდო - მსახიობი (საფრანგეთი)
ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურათმცოდნე, მსახიობი (საქართველო)
ბილეთების შეძენა 2 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.
გახსნის ფილმი:
საერთაშორისო კონკურსი:
ევროპული ფორუმი:
ფრანგული კოლექცია:
ჰორიზონტები:
ქვეყანა ფოკუსში: უნგრეთი
კანადა 150:
რეჟისორი ფოკუსში:
ხელოვნება:
ქართული პანორამა:
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები
დოკუმენტრი ფილმები
აპოლო -გერმანული კინოს მეხსიერება:
სტუდენტური ფილმები:
ფესტივალი თოფუზი წარმოგიდგენთ:
სპეციალური სეანსები:
დახურვის ფილმი: