რომელ სახელმძღვანელოებს მიენიჭათ გრიფი - სია

 
24 ივლისს ხელი მოეწერა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებას დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) სახელმძღვანელოებისთვის (პირველი ნაწილისთვის) გრიფის მინიჭების თაობაზე.  იხილეთ იმ სახელმძღვანელოების/სერიების სია, რომელთაც აღნიშნული ბრძანებით გრიფი მიენიჭათ: სამინისტროს განმარტებით გრიფი სახელმძღვანელოების გარკვეულ ნაწილს მიენიჭა. როგორც სამინისტროს მიერ გვარცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,სახელმძღვანელოების მხოლოდ ნაწილის გრიფირების გამო რომ არ წარმოიშვას არასწორი ვარაუდები, სამინისტრო განმარტავს, რომ „რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება“, გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისტ-ში წარმოდგენილი სახელმძღვანელოები კონცეპტუალურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხოვნებთან, ამიტომ ამ მიმართულებით სამინისტრო განმეორებით კონკურსს გამოაცხადებს. იხილეთ სამინისტროს განცხადება სრულად:  განმარტება გრიფირების პროცესთან დაკავშირებით „1. ხელი მოეწერა სახელმძღვანელოების პირველი ნაწილისათვის გრიფის მინიჭების ბრძანებას. 2. ბრძანების ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალეტაპიანი პროცესი, რომელიც ქართულ რეალობაში პირველად განხორციელდა: 4. საერთო ჯამში 200-მდე სპეციალისტის მონაწილეობით დადგა ის შედეგი, რომელიც ბრძანებაში აისახა. 5. ბუნებრივია, კონკურსი თავისთავად გულისხმობს, რომ წარმოდგენილ სახელმძვანელოთაგან მხოლოდ საუკეთესოებს მიენიჭება გრიფი. ამ მხრივ სამინისტროს ამოსავალ წერტილს საზოგადოების დაკვეთა წარმოადგენდა, რომ I-VI კლასის მოსწავლეებმა მაღალი სტანდარტის შესაბამისი სახელმძვანელოებით ისწავლონ. კითხვებზე, რომელიც გრიფირების პროცესთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში, სამინისტროს შეფასების სრულიად გამჭვირვალე პროცესი და პროფესიონალთა შეჯერებული შეფასებები აქვს პასუხად. 6. სახელმძღვანელოების მხოლოდ ნაწილის გრიფირების გამო რომ არ წარმოიშვას არასწორი ვარაუდები, სამინისტრო განმარტავს: რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. 7. ელექტრონული სკოლის კონტექსტში ცხადი გახდა, რომ ისტ-ში წარმოდგენილი სახელმძღვანელოები კონცეპტუალურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხოვნებთან, ამიტომ ამ მიმართულებით სამინისტრო განმეორებით კონკურსს გამოაცხადებს. 8. არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დაგეგმილია საკმაოდ დიდი სამუშაოს ჩატარება, რომელიც საუკეთესო წიგნების ადაპტაციასა და სასწავლო პროცესში ინტეგრაციას მოიცავს. არაქართული სკოლების პედაგოგების აქტიური ჩართულობით სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები ეტაპობრივად დაინერგება.“