რომელმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილება
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა დაუჭირეს მხარი.
წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი: დიმიტრი ხუნდაძე, ენზელ მკოიანი და კახებერ ოქრიაშვილი წავიდა.
კვორუმისთვის სულ 113 ხმა იყო საჭირო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს შემდეგმა დეპუტატებმა:
ირაკლი აბუსერიძე
ბერაია ირაკლი
ანზორ ბოლქვაძე
გოგა გულორდავა
გოჩა ენუქიძე
მურმან ვახტანგაძე
ცოტნე ზურაბიანი
ედიშერ თოლორაია
შალვა კიკნაველიძე
კობა კობალაძე
კარლო კოპალიანი
გიორგი კოპაძე
კობა ლურსმანაშვილი
იოსებ მაკრახიძე
სამველ მანუკიანი
გურამ მაჭარაშვილი
სულხან მახათაძე
ირაკლი მეზურნიშვილი
გოგი მეშველიანი
სავალან მირზოევი
რომან მუჩიაშვილი
დიმიტრი მხეიძე
პაატა მხეიძე
თამაზ ნავერიანი
რუსლან პოღოსიანი
დავით სონღულაშვილი
მერაბ ქვარაია
მიხეილ ყაველაშვილი
ირაკლი შიოლაშვილი
გოდერძი ჩანქსელიანი
ოთარ ჩრდილელი
ნინო წილოსანი
შოთა ხაბარელი
ლერი ხაბელოვი
ირაკლი ხახუბია
თენგიზ ხუბულური
ვიქტორ ჯაფარიძე
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ითვალისწინებდა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო.