რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს
რომის პაპი ფრანცისკე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს.
მიხეილ მესხის სტადიონზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, აღასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგელები, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები.
დღესვე დაგეგმილია პაპის შეხვედრა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებთან, სადაც რომის პაპი შეკრებილ სასულიერო პირებს, სიტყვით მიმართავს. საქართველოში მყოფი პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.
რომის პაპი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია პაპ ფრანცისკეს ბაქოში გამგზავრება.