რომის პაპმა აქციის მონაწილეებს მანქანიდან ხელი დაუქნია

 
რამდენიმე წუთის წინ რომის პაპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაესვა, მას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დახვდნენ პარალელურად, აეროპორტის გზაზე სასულიერო პირებისა და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ აქცია მმდინარეობს ისინი რომის პაპის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები დგანან ლოზუნგით - „ვატიკანი სულიერი აგრესორია“. აქციაზე შეკრებილი სასულიერო პირები  აცხადებენ: „რომელი მართლმადიდებელიც მესას დაესწრება, მისი სული წარიწყმინდება“. ასევე ფიქრობენ,, რომ პრეზიდენტმა პაპის  მოწვევით პატრიარქი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, მათთან გავლისას რომის პაპმა ფრანცისკემ აქციის მონაწილეებს მანქანიდან ხელი დაუქნია.