რუსთაველზე დაკავებული მენაყინე 250 ლარით დააჯარიმეს
რუსთაველზე პოლიციის მიერ დაკავებული მენაყინე იური კრასიკი 250 ლარით დააჯარიმეს - ამის შესახებ „ლიბერალს" შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს.
მენაყინის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. სამართალდამცავები მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, იური კრასიკი სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს.