რუსთაველზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მასვე ჩამოერთვა მართვის უფლება 3 წლის ვადით.
„გიორგი ჯ.-ს ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 24 იანვარს, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი და შეეჯახა ორ ავტომანქანას, შედეგად დაიღუპა ერთი პირი და დაშავდა რამდენიმე მგზავრი.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა“,- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველზე მომხდარი ავარიის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით პროკურატურასთან აქცია გაიმართა