„რუსთავი 2" ხალხის ტელევიზიაა - აქცია-მსვლელობა „რუსთავი 2-ის" მხარდასაჭერად

 
„რუსთავი 2" ხალხის ტელევიზიაა", „გაუმარჯოს თავისუფალ სიტყვას", - ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათ რუსთაველის მეტროდან უზენაეს სასამართლომდე მსვლელობა მოაწყვეს.  „ეს არის ერთი კომპლექსური საქმე და ბუნებრივია, ნებისმიერი ჭკუათმყოფელი მოქალაქე მიხვდება იმას, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი დღეს გადის „რუსთავი 2-ზე". ცხადია, ქალბატონი ნაზღაიძის საქმე არ იქნება უკანასკნელი გამონაკლისი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის „რუსთავი 2-ის" არსებობას. ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან და სურთ, თავისუფალ სივრცეში იცხოვრონ, ცხადია, დღეს აქ იქნებიან მანამდე, სანამ არ დადგება სამართლიანი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეკატერინე ხერხეულიძემ. ნიკა მელიას განცხადებით, აქციაზე იმიტომ მივიდნენ, რომ „გაამხნეონ მოსამათლეები, რომ არ დაემორჩილონ ივანიშვილს და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწვეტილება". „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სივრცე ქვეყანაში, სადაც ვისაუბრებთ პრობლემებზე. როცა ხელისუფლება კორუფციულ გარიგებაში შედის მოსამრთლეებთან და ცდილობს, თავისუფალი ხმა ჩაახშოს, საზოგადოებას რჩება მხოლოდ ის, რომ აქციები მოაწყოს. დღევანდელი დღე გაფრთხილებაა. საზოგადოება მომწიფებულია, დაიწყოს აქციები. ივანიშვილს მოვუწოდებთ, ხელი აიღოს თავის განზრახვაზე... „რუსთავი 2-ის" სახით ბოლო ბასტიონი ეცემა და არ გვაქვს უფლება არ გამოვიდეთ და გვერდში არ დავუდგეთ ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალს", - განაცხადა მელიამ.