რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა. როგორც „ლიბერალს“ ქარხნის მარკეტინგის მენეჯერმა სალომე იასეშვილმა უთხრა, დილის 9 საათიდან დახვდათ მუშები ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილები. გაფიცულები არიან ორი საამქროს მუშები.
მისი თქმით, მუშების ძირითადი მოთხოვნაა სამი ცვლიდაან ოთხ ცვლაზე გადასვლა, ხელფასების მომატება და ღამის ცვლაში შრომის ანაზღაურება.
როგორც ქარხანაში ამბობენ, ადმინისტრაცია მუშებს უკვე ესაუბრა და ერთდღიანი ვადა აიღო მოთხოვნების განსახილველად.
ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა