სააგენტო: მესტიაში ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მესტიაში ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია. მათივე ცნობით, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.
მესტიის მუნიციპალიტეტში, მყინვარ ლეხზირიდან მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარის დაგუბება გამოიწვია. როგორც „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.