სააგენტო: ზედაზნის ეკლესიის რეაბილიტაციის შემდეგ, გალავნის კონსერვაცია იგეგმება

 
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  სააგენტოს ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერიერსა და ექსტერიერზე მრავალი პრობლემური სეგმენტის არსებობის გამო, სარესტავრაციო პროექტს კომპლექსური ხასიათი აქვს.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, რომელიც მომდევნო წელს დაიწყება, სარესტავრაციო პროცესი იატაკსა და ტაძრის ნავებს შეეხება.  კონსერვაცია ჩაუტარდება კომპლექსის გალავანს. პარალელურად დაიწყება სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესიც.   ზედაზნის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს  კომპანია „კამარა“ აწარმოებს.