სააკაშვილი: არასდროს მითქვამს, რომ საქართველოში პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი

 
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მას არასდროს უთქვამს საქართველოში არჩევნების პირველ ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდა.  ”საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, ვინც მიკიჟინებს, თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩვენი მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში. ჩემი პოზიცია იყო ყოველთვის ძალიან ნათელი - ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას, შემდეგ ვაპირებდი ჩამოსვლას მეორე ტურისთვის და ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა - უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის. რეაგირება ამაზე როგორი უნდა მოხდეს, ეს არის ადგილზე მყოფი ლიდერების და აქტივისტების გადასაწყვეტი, იმიტომ, რომ ისინი უკეთესად ხედავენ. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მანიპულაციების და გაყალბების გათვალისწინებით მიიღო 600 ათასზე მეტი ხმა. ეს არის ძალიან ბევრი ამ რეპრესიების და ზეწოლის პირობებში. ეს საქართველოში პრაქტიკულად ყველამ იცის. ეს არის შეუქცევადი პროცესი რუსი ოლიგარქის მმართველობის დასუსტების, მიუხედვად იმისა, ვინ რას ფიქრობს. საბოლოო ჯამში ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, საბრძოლო განწყობა, არშეპუება ამ აფიორასთან, გაყალბებასთან და ზეწოლასთან. ვიცი, რომ ეს რთულია, მაგრამ არშეპუება და საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგვივა“- განაცხადა სააკაშვილმა.