სახალხო დამცველი: დეკანოზი გიორგი მამალაძე იმყოფება აუდიო-ვიზუალური კონტროლის ქვეშ
სახალხო დამცველმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საკანში აუდიო-ვიზუალური კონტროლის ქვეშ იმყოფება.
„როგორც დღეს გავარკვიეთ, საკანში, სადაც არის, იმყოფება აუდიო-ვიზუალური კონტროლის ქვეშ, მისი უსაფრთხოებისთვის.
საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია არსებობდეს, დაკვირვების ქვეშ იყოს და ეს მისი სურვილიც იყო, რომ მეტი ღონისძიებები გატარდეს. თვითონ მოითხოვა რომ დაკვირვების ქვეშ იყოს,” – აღნიშნა ომბუდსმენმა.
მისი თქმით პროკურატურისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რაც მიანიშნებდა რომ სავარაუდო მკვლელობა დაგეგმილი იყო მაღალ სასულიერო პირებზე.
„მოვისმინეთ არაერთი განცხადება პროკურატურისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომელიც მინიშნება იყო, რომ თითქოს სასულიერო პირებზე, პატრიარქზე იყო მინიშნება, ხდებოდა სავარაუდო მკვლელობა,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
უჩა ნანუაშვილის თქმით, მამა გიორგის თხოვნაზე, რომ დაცული იყოს მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი ღონისძიება არ გატარებულა.