საკრებულოში ოპოზიცია სავარაუდოდ ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის გადაცემის გეგმას აპროტესტებს
თბილისის საკრებულოში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის მიწის გადაცემის გეგმას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან პარტიების მერობის კანდიდატები, ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი. როგორც ისინი აცხადებენ, საკრებულოს სხდომის გამართვის საშუალებას არ მისცემენ. გეგმას აპროტესტებს „პარტიზანი" მებაღე ნატა ფერაძეც.
„ნატა ფერაძე მოქალაქეებს საკრებულოში მისვლისა და „ივანიშვილისთვის მიწის გადაცემის წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმისკენ მოუწოდებს".
თბილისის საკრებულოს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების" თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძესა და გარეთ დარჩენილ ჟურნალისტებს