სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში 7 მილიონიდან შრომის ანაზღაურებაზე 196 462 დახარჯა

 
დღეს გამოქვეყნდა საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური აქტოვობების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში. ამ ანგარიშის მიხედვით კანდიდატებს შორის მეორე ტურში ფინანსური აქტივები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 7,045,108 ნაციონალური მოძრაობა - 1,569,983 ზურაბიშვილმა საკუთარი შემოსავლებიდან შრომის ანაზღაურებაზე მხოლოდ 196,462  ლარი დახარჯა, დანარჩენი თანხა კი, ძირითადად, რეკლამებს მოხმარდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი შრომის ანაზღაურებაზე - 227,343 ლარი დახარჯა.  ჯამში, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში კი, სალომე ზურაბიშვილმა 290,063 ლარი დახარჯა 13 მილიონზე მეტი შემოსავლიდან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ კი  567,222 ლარი - დაახლოებით 3 მილიონიდან.