სამი წიგნი დოკუმენტური პროზის მოყვარულებისათვის

 
Charles Wheelan „Naked Statistics: Stripping the Dread from the Data“ Чарльз Уилан „Голая статистика“ პოლიტიკური პროგნოზებით შეპყრობილებისთვის  თანამედროვე საზოგადოება შეპყრობილია მომავლის ამოცნობის სურვილით, და როგორც წესი, მუდმივად ფრუსტრირებულია აუხდენელი პროგნოზების გამო. ნეიტ სილვერი, რომელმაც თავის დროზე სახელი გაითქვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ წარმოუდგენლად ზუსტი პროგნოზებით, განმარტავს თუ რა საბაზო პრინციპები ახასიათებს მომავლის წინასწარმეტყველებას და ზოგადად, მკითხველს აჩვენებს პროცესის მთელ არეულ-დარეულ და ბნელ მექანიკას. სილვერის აზრით, კარგი პროგნოზი დაახლოებით ასე გამოიყურება: „მოვლენა N მოხდება დროის მონაკვეთში M, 64%-ის ალბათობით“. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რასაც მოელოდით, მაგრამ ამ პატარა იმედგაცრუებას თუ არ ჩავთვლით, წიგნი გამოფხიზლებისთვის იდეალური საშუალებაა.  Nate Silver „The Signal and the Noise: Why So Many Predictions Fail--but Some Don't" Нейт Сильвер „Сигнал и шум. Почему одни прогнозы сбываются, а другие нет“  ტექსტი, რომლისაც დეტექტივის ავტორსაც შეშურდება ნობელის პრემია დანიელ კანემანმა ეკონომიკის დარგში შეტანილი წვლილისთვის მიიღო, მაგრამ სინამდვილეში მისი მთავარი სპეციალობა - ქცევის ფსიქოლოგიაა. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება, ამიტომ იმის გააზრება, თუ როგორ მუშაობს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი უშუალოდ, ნამდვილად სასარგებლოა.  კანემანი აჩვენებს იმას, თუ როგორ თანაცხოვრობს ერთი ადამიანის თავში აზროვნების (და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების) ორი პარალელური მოდელი ერთდროულად - „ნელი“, რთული და დიდი მოცულობის ინფორმაციის გააზრებისკენ მიმართული და „სწრაფი“ - მომენტალური და თითქმის ავტომატური, მაგრამ იმავდროულად, სუსტი და შეცდომების გამეორებისკენ მიდრეკილი. ამის შესახებ და ასევე იმის შესახებაც, თუ როგორ ვლინდება და მუშაობს ეს ორი ალტერნატიული მოდელი პოლიტიკურ, ბიზნეს და ყოველდღიურ პრაქტიკაში, კანემანი წერს იმდენად ცხადად, საინტერესოდ და მახვილგონივრულად, რომ მისი, დეტექტივების ზოგიერთ ავტორსაც შეშურდებოდა. Daniel Kahneman „Thinking, Fast and Slow“ Даниэль Канеман „Думай медленно, решай быстро“