სამინისტრო: ავტორიზაციის პროცესის კორექტირება გამოწვეულია გამოვლენილი ხარვეზებით

 
„მინისტრი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად არსებული პროცედურები მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს არ უნდა ატარებდეს. პირიქით, სამინისტროს მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერა იმისთვის, რომ ხარისხის ასამაღლებლად უნივერსიტეტებმა ხარვეზები გამოასწორონ. შესაბამისად, სამინისტრო მათ პროცესების შეფასებასა და სამომავლოდ, სწორად ჩამოყალიბებში დაეხმარება“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში სწორედ ახლა ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რაც ამ ეტაპზე არის არათანმიმდევრული, აზიანებს სისტემის განვითარებას და ეჭვს ბადებს, რომ ემსახურება იმ ცალკეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება“, – ნათქვამია უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.