სამინისტრო: ჯერჯერობით ჯილდოს აღება და სკოლის დატოვება 6000-მდე პენსიონერ პედაგოგს სურს

 
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ  არსებული მონაცემებით, ჯილდოს აღება და სკოლის დატოვება დაახლოებით 6000 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პენსიონერ პედაგოგს სურს.  როგორც „ლიბერალს“ სამინისტროში განუმარტეს ეს არ არის საბოლოო ციფრი, ზუსტი მონაცემი რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი.  საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ „ლიბერალისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, დღესდღეობით, სკოლებში დასაქმებულ პრაქტიკოს პედაგოგთა რაოდენობა შადგენს 35 346.  მათ შორის 12 111 ასაკით პენსიონერია.  სამინისტროს ინიციატივით, იმ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, რომლებსაც სურვილი არ აქვთ, გამოცდაზე გასვლით დაადასტურონ კომპეტენცია ან ორჯერ მცდელობის მიუხედავად, ვერ დაადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი და შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა. პედაგოგებს ამ შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სამინისტროს შეთავაზება პენსიონერ მასწავლებლებს - შეფასება როგორც სამინისტროში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ასაკის პედაგოგი ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას, მაგრამ სკოლის დატოვების სურვილი არ ექნება, სკოლას შეუძლია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თუკი პედაგოგი სკოლისთვის მნიშვნელოვანია, შეუძლია, ხელშეკრულება გაუგრძელოს.