სამინისტრო: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის არიდებისთვის პრობაციის ოფიცერს ქრთამი მისცეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მოხელისთვის თანხის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ი.ქ დააკავა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ განრიდებულმა პირმა ი.ქ-მ საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო შრომისგან თავის არიდების სანაცვლოდ, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს პრობაციის ოფიცერს, ვ.თ-ს, ქრთამის სახით ფულადი თანხა 1000 ლარი გადასცა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.