სამოქალაქო აქტივისტები "რედისონთან", სადაც გავრილოვი იმყოფება, აქციას მართავენ

 
 სამოქალაქო აქტივისტები "რედისონთან", სადაც რუს პოლიტიკოსებთან ერთად სერგეი გავრილოვი იმყოფება, აქციას მართავენ. „ორი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს - სასწრაფო დეპორტაცია ამ ადამიანის და საორგანიზაციო ჯგუფმა მკაფიო ბოდიში მოიხადოს საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე. ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა. ამაზე მწარე ოკუპაცია არ არსებობს. ერთადერთი, რაც დარჩათ, არის პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვა და რუსეთის ჰიმნის აჟღერება", - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა. უმძიმესი სანახავია პარლამენტის ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა - პრემიერი ოპოზიცია ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვს ბიძინა ივანიშვილი: ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია