სანდრო ბრეგაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა

 
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ დააკმაყოფილა მოადგილის, სანდრო ბრეგაძის პირადი განცხადება, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.  „მე გადავდექი!!! უფრო სწორად ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავმდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა!!!! დიახ!!! ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე Facebook-ის პირად გვერდზე.  მე გადავდექი!!!უფრო სწორედ ყველაფერი გააკეთეს რომ გადავდგარიყავი,რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქ... 8 თებერვალს სანდრო ბრეგაძე საკონსტიტუციო შესწორების წინადადებით გამოვიდა. მისი თქმით, შესწორების არსი ისაა, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას, რაც კონსტიტუციაში უნდა აისახოს.