საპატრიარქო: დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი ჩვენთვის სრულიად მოულოდნელია

 
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი ჩვენთვის სრულიად მოულოდნელია - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისი გამოძების შედეგებს დაელოდებიან და კომენტარს შემდგომ გააკეთებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პატრიარქი ოპერაციის შემდეგ თავას კარგად გრძნობს.  საპატრიარქოს განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ: „წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის. სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, ეს არის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი. ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს"