საქართველოს არ მოაკლდება აშშ-ის მხარდაჭერა NATO-ში გაწევრების გზაზე - სახელმწიფო მდივანი

 
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, აშშ-ის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისთვის. პომპეოს თქმით, საქართველოს ძალისხმევა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობასა და NATO-ს სამხედრო ძალებთან ინტეგრაციაში, აძლევს საშუალებას პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით განაცხადოს, რომ საქართველოს არ მოაკლდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა NATO-ში გაწევრების გზაზე. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საქართველო თავის მხრივ პირნათლად ასრულებს ტრამპის მოწოდებას მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს მსოფლიოს ტყველა ერმა ტერორიზმისა და გლობალური გამოწვევების დაძლევაში. ამასთან ერთად, საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ხარჯავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში, რაც პომპეოს თქმით, ტრამპის კიდევ ერთი მოწოდებაა პარტნიორი ქვეყნებისადმი. „საქართველო ამ მოწოდებას პირნათლად ასრულებს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში. ახლა, როცა თქვენს წინაშე ვსაუბრობ, 32-მა მამაცმა ქართველმა მეომარმა იცის, რომ ყველაფერი გაიღეს, რათა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ ებრძოლათ იქ. 870 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს NATO-ს სამშვიდობო მისიაში. ავღანეთის გარდა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ძალებმა ს ჯარებთან ინტეგრაცია უნაკლოდ მოახდინონ. ამ მიმართულებით დამატებითი წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ მიზნებსაც განამტკიცებს, რადგან ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.