„საქართველოს სალიზინგო კომპანიას” ახალი მმართველი გუნდი ჰყავს
„საქართველოს სალიზინგო კომპანიას“ (GLC) ახალი მმართველი გუნდი ჰყავს.
„საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ გენერალური დირექტორი ელდარ ახვლედიანი გახდა, რომელიც ამ პოზიციას 2015 წლიდან იკავებს. ელდარს საბანკო სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო 8 წელი ის „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით უმსხვილეს ბიზნესსექტორებს ხელმძღვანელობდა. კომერციული დირექტორის პოზიციას გიორგი ჯღარკავა იკავებს, რომელიც საბანკო სექტორში 2006 წლიდან მოღვაწეობს. 2010 წლიდან გიორგი „კორ სტანდარტ ბანკის“ საკრედიტო, საცალო და კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა.
„საქართველოს სალიზინგო კომპანია “2001 წელს დაარსდა და საქართველოში პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს ლიზინგი, როგორც ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყარო. GLC-ი „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნეს სთავაზობს მათზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ ორიენტირებულია თავის პარტნიორებთან ხანგრძლივი და საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. კომპანია ემსახურება როგორც კორპორაციულ კლიენტებს, ასევე ფიზიკურ პირებს, რომელთა რიცხვიც მუდმივად მზარდია, რადგან ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის ყველა სფეროში:
„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს თავაზობს:
დამატებითი ინფორმაციისთვის „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: www.leasing.ge