სასამართლო ილია ჯიშკარიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

 
მთავარმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, მოსამართლესთან „ქართული ოცნების" დეპუტატის დაპატიმრების შუამდგომლობით შევიდნენ, რასაც კატეგორიულად ითხოვს დაზარალებული თამთა თოდაძე, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გირაოს აკმარებენ. ამჟამად იგი მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში" გადის. სასამართლო პროცესი ხვალ, 12:30 ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს ბრალი მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის მუხლით 8 ოქტომბერს წარუდგინეს.