სასულიერო პირების ნაწილი გეგმავს პაპი სვეტიცხოველში არ შეუშვას
როგორც სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, 5 საათზე სვეტიცხოველთან შეიკრიბებიან და შეეცდებიან რომის პაპი სვეტიცხოველში არ შეუშვან.
"თუ მან მაინც დადგა ფეხი სვეტიცხოველში, ეს იქნება ჩვენი ცოდვების ბრალი" ამბობენ ისინი და თავიანთ მრევლს მოუწოდებენ, შეიკრიბონ სვეტიცხოველთან.
"ღმერთი დაგვიფასებს იმას რომ ვაპროტესტებდით პაპის ჩვენს წმინდა ტაძარში შესვლას, რომელსაც სვეტიცხოველი ჰქვია". განუცხადეს სასულიერო პირებმა მიხეილ მესხის სტადიონთან შეკრებილ ადამიანებს. - "ის რაც ხდება სტადიონზე ახლა არის უდიდესი ცოდვა და დანაშაული და ვინც მას ესწრება უდიდეს ცოდვაში ვარდება."
რომის პაპი ფრანცისკეს ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება, ვიზიტის პროტოკოლში ერთ-ერთ პუნქტად სვეტიცხოვლის მონახულებაა ჩანიშნული.