საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის ზურაბიშვილის შემდეგ თქვენი გამოსვლა - წულუკიანი მარშანიას
„ქალბატონო ადა, რუსული ნარატივით ამ ტრიბუნიდან ნუ საუბრობთ. საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის სალომე ზურაბიშვილის შემდეგ თქვენი გამოსვლა“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სესიაზე.
„სტიკერების კედელზე გაკვრით კი არ ხდება რუსეთთან ბრძოლა, ხდება კანონით, ხდება ჭკუით, ხდება თანმიმდევრობით. სერიოზულობით. აქ ზოგიერთი ადამიანი გამოდის და აქ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს არ ვგულისხმობ, მან მირჩია, რომ ამ ტონით ნუ მელაპარაკებიო. არა, ქალბატონო ადა, მე თქვენ აღარ დაგელაპარაკებით, არც ამ ტონით არც იმ ტონით, საერთოდ არანაირი ტონით, იმიტომ, რომ იმ პარტიას ვცემ და ქალბატონ ირმას პატივს, ვისთან ერთადაც მიბრძოლია. მაგრამ, ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ადა, რუსული ნარატივით ამ ტრიბუნიდან ნუ საუბრობთ. საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის სალომე ზურაბიშვილის შემდეგ თქვენი გამოსვლა,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.