საზმაუ მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

 
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში უნდა შეირჩეს ორ ჟანრში (მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური და მელოდრამა) თითო სერიალის სცენარი. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. განაცხადები მიიღება 30 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე [email protected]; მსურველებმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:  • სცენარისტის და რეჟისორის რეზიუმე/ავტობიოგრაფია • სრული სერიალის კონცეფცია (არაუმეტეს 500 სიტყვისა) • ერთი სერიის სცენარი დიალოგებით • სრული სერიალის სარეჟისორო ხედვა კომისიის წევრები, კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენენ თითოეულ ჟანრში თითო საუკეთსო სცენარს.