საზმაუ: „რადიო თავისუფლებასთან“ გადაცემების მომზადების შესახებ ხელშეკრულებას ვადა ეწურება
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ივლისის შუა რიცხვებიდან მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების"ერთობლივი სატელევიზიო პროექტები, „წითელი ზონა“ და სალომე ასათიანის „ინტერVIEW“ აღარ გავა. როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „რადიო თავისუფლებას“ შორის გადაცემების მომზადების შესახებ ხელშეკრულებას ვადა ეწურება.
განცხადებას „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის 2015 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემების „ინტერVIEW“-სა და „წითელი ზონის“ მომზადებას ითვალისწინებდა, ვადა ეწურება.
სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ამის შესახებ შეტყობინება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას“ 5 ივნისს გაუგზავნა.
შეტყობინების მიხედვით, „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას“ ეცნობა, რომ ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის „ინტერVIEW“ დამზადების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება 2017 წლის 10 ივლისიდან შეწყდება, ხოლო „წითელი ზონას“ დამზადების შესახებ ხელშეკრულება - 2017 წლის 17 ივლისიდან“,- ნათქვამია განცხადებაში.
„ინტერვVIEW“ და “წითელი ზონა“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა