საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის კონკურსში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

 
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი - 14 227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. ამავე პროექტს დაუჭირა მხარი საკონკურსო კომისიამ. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. კონკურსში მონაწილე შპს BWC-ის პროექტმა  7 727 ხმა მიიღო, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ - 11 127. „გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია. სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება", - წერს პირველი არხი.