საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების კონკურსში შალვა რამიშვილის პროექტმა ვერ გაიმარჯვა

 
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის მესამე ტურში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. მათ შორის ვერ მოხვდა შალვა რამიშვილის პროექტი „მედია-რენტგენი" საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შესარჩევი კონკურსის მესამე ტურში საპილოტე გადაცემას შალვა რამიშვილიც ამზადებდა. მიუხედავად იმისა, რომ რამიშვილის პროექტი „მედია-რენტგენი" მესამე ტურში ვერ გადავიდა, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, მესამე ტურისთვის გადაცემის პილოტი მასაც ჩაეწერა.  კომისიის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, ახალი სეზონისთვის რამდენიმე გადაცემა შეირჩა. მათ შორის: სოციალური ტოქშოუ „რეალური სივრცე"  კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა  გიორგი ასანიშვილი  - „ნაცნობი მელოდიები“ კულტურის სიახლეების მიმოხილვა  თეონა ჯორბენაძე   -  „Modem/Art“ ჯანსაღი ცხოვრება მარი მალაზონია -„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ სოფლის მეურნეობა  თამარ ბოლქვაძე  - "ფერმა" საბავშვო შემეცნებითი გადაცემა  თამარ ციციშვილი - „ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!“ გამარჯვებული გადაცემების სრულ სიას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.