სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა - თბილისი ენერჯი

 
კომპანია „თბილისი ენერჯი“ სექტემბრის თვის დარღვევების შემოწმების სტატისტიკას აქვეყნებს. 2019 წლის სექტემბრის თვეში, კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში  2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები. „თბილისი ენერჯი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ -  კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის. სექტემბერში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში (784); ისანი-ვაზისუბანში (488 ) და სანზონაში (303) ჩაიხსნა.  რაიონების მიხედვით სექტემბრის თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება: სამგორი 784 ისანი-ვაზისუბანი 488 სანზონა 303 ჩუღურეთი 292 კრწანისი 269 გლდანი 259 ნაძალადევი 137 დიდუბე  133 ნუცუბიძე 83 დიღომი 79 საბურთალო 35 მთაწმინდა 31 ვაკე 22 წყნეთი 3 სულ 2918 კომპანია "თბილისი ენერჯი" გთხოვთ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის.მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.