სერგეენკო „ბირჟა მაფიაზე": არ ვფიქრობ და არ მჯერა, რომ მათ რაიმე „ჩაუდეს“
„მე არ ვფიქრობ და არ მჯერა, რომ მათ რაიმე „ჩაუდეს“, - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ „ბირჟა მაფიასთან” დაკავშირებით.
მინისტრი ასევე არ ფიქრობს, რომ პროკურატურაზე ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა რამე განცხადებას.
„მე არ ვფიქრობ, რომ პროკურატურაზე ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა რაიმე განცხადებას. პროკურატურას თავისი ცალსახად განსაზღვრული მოქმედების პროტოკოლი აქვს. ვფიქრობ, გამოძიებამ და სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩემი პირადი აზრია, რომ მე ალბათ, ნაკლებად უნდა ჩავერიო მათი მუშაობის პროტოკოლში”, - განაცადა სერგეენკომ.
ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრი, რეპერი მიშკა მგალობლიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ივნისს დააკავეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დაკავებას უკავშირებს კლიპს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.