სფეროები, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გადაუდებელ რეფორმებს მოითხოვს

 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საფრთხე ექმნება სახელმწიფოში კანონის უზენაესობას და საკვანძო ინსტიტუტების ფუნქციონირებას. „საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ აღნიშნული პრობლემების აღიარება არაპირდაპირ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოუწიათ. დღეს ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საზოგადოების ნდობის აღდგენის მიზნით. ვფიქრობთ, არსებული კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ წამოიწყოს რეფორმები“,- აცხადებენ ორგანიზაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევებსა და დაკვირვებებზე დაყრდნობით რეფორმების თაობაზე რეკომენდაციები წარმოადგინა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განმარტებით, ამ რეფორმების მოკლე ვადებში განხორციელება და შესაბამისი შედეგების მიღწევა რთულია, თუმცა არის საკითხები, სადაც ეფექტური და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა უახლოეს პერიოდშიც შეიძლება(მაგალითად, ზოგიერთი გახმაურებული საქმის გამოძიება (სადაც სავარაუდოდ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების უკანონო ქმედებები იკვეთება), რაც მდგომარეობის რეალური გამოსწორების პოლიტიკური ნების მანიშნებელი იქნებოდა“.