შეიძლება პუერტო-რიკო აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს
გასულ უქმეებზე პუერტო-რიკოში გამართული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით უნდა გადაწყდეს, გახდება თუ არა უახლოეს მომავალში კუნძული აშშ-ის 51-ე შტატი.
CNN-ის ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის 23% მიიღო.
1898 წლიდან პუერტო-რიკო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კონტროლირდებოდა, თუმცა 1952 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, ამჟამად კუნძული აშშ-ის თანამეგობრობის ნაწილია.
როგორც გუბერბატორი რიკარდო როსელო აცხადებს, პუერტო-რიკო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა, უმუშევართა რაოდენობა 11.5% აღწევს, მდგომარეობა უარესდება, კუნძულს სხვადასხვა კრედიტორის 70 მლრდ. დოლარი მართებს.
როსელოს თქმით, თუ რეფერენდუმის შედეგად გადაწყდა, რომ პუერტო-რიკო აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს, მაშინ კუნძულზე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდება.