„შემუშავდება ახალი ნარკოპოლიტიკა" - ვახტანგ ხმალაძე მომავალი წლის გეგმებზე
რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის ჩამოთვლაც გვიჩვენებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალ წელს, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადავწყვიტოთ, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
„დამოუკიდებელი გამოძიების მექანიზმის შემოღება, რომელიც არის სერიოზული რეფორმა, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი, ნოტარიატის რეფორმის განხორციელება... მიწის რეგისტრაციის რეფორმა, სისხლის სამართლის სფეროში - სისხლის სამართლის პრაქტიკულად ახალი კოდექსი, მის მატერიალურ და ასევე კერძო ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები, ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება“, - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, შედეგად, საზოგადოებაში იქნება მეტი სიმშვიდე, ნაკლები დანაშაული და „ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუმჯობესებთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას“.
პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.