შენობიდან, რომელსაც მერია არემონტებს, მუშა გადმოვარდა - დაწყებულია გამოძიება
დღეს თბილისში, ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის შენობიდან, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს, სამუშაოს შესრულებისას მუშა გადმოვარდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა)